logo
ENG



"მიუღებელია რუსეთის აგრესია" – რუსეთის, უკრაინის და ბელარუსის მოქალაქეების აქცია ბათუმში

12 თებ 202217:40
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის ბელარუსისა და უკრაინის მოქალაქეებმა ბათუმში აქცია გამართეს, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ემიჯნებიან პუტინის პოლიტიკას. 

"ეს აქცია ჯერ კიდევ იანვარში დაიგეგმა, მას არ აქვს კავშირი ახლანდელ მოვლენებთან რაც ხდება უკრაინაში, მაგრამ ყველას კარგად ესმის, რომ პუტინი არ გაჩერდება და არ გადაუხვევს თავის გეგმებს. ეს აქცია არის ბრძოლა, რომ ვაჩვენოთ, ჩვენთვის მიუღებელია რუსეთის აგრესია" – ამბობს აქციის მონაწილე.

პროტესტის მონაწილეებს პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. 

"მთავარი მესიჯი არის, რომ რუსეთი არის მტერი, პუტინი არის აგრესორი, და იმას რასაც ჩვენი ხელისუფლება უნდა აკეთებდეს დღეს, ვცდილობთ, რომ გავაკეთოთ ჩვენ, პოლიტიკურმა პარტიებმა, ოპოზიციამ და აქტივისტურმა ჯგუფებმა და გავაგებინოთ ყველას, რომ ჩვენი მთავარი ღირებულება არის დასავლური ღირებულებები, ჩვენი არჩევანი არის NATO და რუსეთი არ არის ქართველი ხალხის არჩევანი" – ამბობს აქციის ერთ–ერთი მონაწილე.


close დახურვა